среда, 14 сентября 2011 г.

პროექტის სახელწოდება: კომპიუტერი, XXI საუკუნე და სკოლა
პროექტის მთავარი თემა(იდეა): კომპიუტერის წარმოშობის ისტორია და მისი კავშირი XXI საუკუნის სკოლასთან.
პროექტის აქტუალობა: საინფორმაციო ტექნოლოგიებით და წიგნების გამოყენებით ინფორმაციის მოძიება, გაზეთის გამოშვება, სკოლაში გამოფენის მოწყობა, ბლოგების შექმნა.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა საფუძვლიანად შეისწავლონ კომპიუტერი, შეძლონ ბლოგების შექმნა და ბლოგებზე საკუთარი ნამუშევრების განთავსება.
მონაწილეთა ასაკი: 11,12
ვადები/ ხანგრძლივობა:  5 თვე
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ვებ–გვერდები, ელ–ჟურნალები, ინტერვიუები პროგრამისტებთან, კედლის გაზეთი, ფოტოგამოფენა.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ისტ. ტექნოლოგიების წიგნები, კომპიუტერი, ინტერნეტი, დიქტოფონი, ვიდეო და ფოტოაპარატი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
პირველი ჯგუფი– ინტერნეტის გამოყენებით იძიებს ფოტომასალას (პირველი კომპიუტერი, გამომგონებელი, პროგრამების შემქმნელები) და აკეთებს პრეზენტაციას POWERPOINT 2007–ში .
მეორე ჯგუფი – წიგნების გამოყენებით ეძებს ინფორმაციას კომპიუტერის წარმოშობის ისტორიაზე, აკავშირებს XXI საუკუნის სკოლასთან და აკეთებს პრეზენტაციას.
მესამე ჯგუფი– ფოტოგამოფენისთვის იღებს ჯგუფების მუშაობის ამსახველ ფოტოსურათებს და ამზადებს პრეზენტაციას.
მეოთხე ჯგუფი – შექმნას ვებ–გვერდი/ბლოგი, შეადგინონ კითხვარები  და ჩაწერონ ჩაწერონ ინტერვიუ ცნობილ პროგრამისტთან.
მეხუთე ჯგუფი– პირველი ჯგუფის მიერ მოძიებული ფოტომასალა წარმოადგინოს პრეზენტაციაზე ნახატების სახით.
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტ. ტექნოლოგიები
ინგლისური
ხელოვნება
 
მოსწავლე შეძლებს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევას და გამოყენებას ციფრული მასალის შექმნისას.
მოსწავლეს შეძლებს ისტ-ის ეფექტიანად გამოყენებას ინფორმაციის მიღების, შენახვის და ორგანიზების დროს.
მოსწავლეს შეძლებს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევას და გამოყენებას ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.
მოსწავლე შეძლებს  სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევას და გამოყენებას კომუნიკაციისა  და თანამშრომლობისათვის.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):  ნათია ნიგურიანი
ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:  natia.niguriani@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:  www.natianiguriani.blogspot.com